მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობენ, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ „ქართული ლეგიონი“ იდეოლოგიურად განწყობილი მებრძოლების ჯგუფია, რომელიც ეწინააღმდეგება დიქტატურას, ს იმპერიალიზმს და ერთ-ერთი მოწინავე მტერია პუტინისთვის , – ამის შესახებ „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ს პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ლეგიონი“ სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს.
როგორც „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, “360 გრადუსი“ აღნიშნა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რუსულ ტრადიციას გაჰყვა და დამნაშავეები სწორედ „ქართულ ლეგიონში“ ნახა.
„შემიძლია, ვთქვა ერთი რამ, რის გამო ხდება ეს ყველაფერი. ფაქტობრივად, „ქართული ლეგიონი“ დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა. არაერთმა ადამიანმა დაადანაშაულა „ქართული ლეგიონი“ ექსტრემიზმში. ბოლო დროა, ძალიან დიდი კამპანია მიმდინარეობს „ქართული ლეგიონის“ წინააღმდეგ – სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა პრორუსული ქვეყნის ტელევიზიაში. ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობენ, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ „ქართული ლეგიონი“ არის იდეოლოგიურად განწყობილი მებრძოლთა ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება დიქტატურას, რუსეთის იმპერიალიზმს და არის ერთ-ერთი მოწინავე მტერი პუტინისთვის. აქედან გამომიდინარე , ქვეყნებში, სადაც რუსეთს დიდი გავლენა აქვს, როგორიც, სამწუხაროდ, საქართველო, სლოვაკეთი, უნგრეთია, მთავრობები ცდილობენ, ჩვენს დისკრედიტაციას, პირადად ჩემს დისკრედიტაციას. საქართველოშიც არაერთხელ დაუბრალებიათ საპროტესტო აქციების დაორგანიზება და სახელმწიფო გადატრიალების მომზადება – ამიტომ ეს ჩემთვის არ არის გასაკვირი. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რუსულ ტრადიციას გაჰყვა და დამნაშავეები, სწორედ „ქართულ ლეგიონში“ ნახა“, – განაცხადა მამულაშვილი.
ამასთან, მამულაშვილმა ისაუბრა „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველი, ევროპარლამენტის წვერი ერიკ კალინიაკი ფოტოს ავრცელებს, რომელზეც მამულაშვილი ჩანს სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ინიციატივის, „მშვიდობა უკრაინის“ წევრ ლუცია შტასელოვასთან ერთად.
მამულაშვილი აცხადებს, რომ ის სლოვაკეთში წიგნის პრეზენტაციაზე იყო ჩასული, რომელიც 2 წლის წინ ჩატარდა და მასთან ერთად უამრავმა ადამიანმა გადაიღო ფოტო, რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
რაც შეეხება „მშვიდობა უკრაინის“ წევრ ლუცია შტასელოვასთან ფოტოს, როგორც მამულაშვილი აცხადებს, მან იცის ფოტოს შესახებ , თუმცა არ იცოდა, რომ ფოტოს პოლიტიკოსთან ერთად იღებდა.
„ფოტოებს რაც შეეხება, სლოვაკეთში იყო წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ჩემზე და „ქართულ ლეგიონზე“ დაიწერა. როგორც მთავარი გმირი, ისე ვიყავი პრეზენტაციაზე დაპატიჟებული. პრეზენტაცია იყო სლოვაკეთის რამდენიმე ქალაქში. ადამიანები, რომლებიც ღონისძიებებს ესწრებოდნენ, ჩემთან მოდიოდნენ და სურათებს იღებდნენ. ისინი შეიძლება სპორტსმენები, პოლიტიკისები ყოფილიყვნენ ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენლები. სურათი მახსოვს, მაგრამ ეს ქალბატონი თუ პოლიტიკოსი იყო, არ ვიცოდი. ამის შესახებ მას შემდეგ გავიგე, რაც სურათი გამოქვეყნდა. კიდევ ერთი სურათი გამოქვეყნდა პოლიტიკოსთან ერთად, შესაბამისად , რიტორიკა აქვთ, რომ ამ ადამიანებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას ვამზადებდით, თუმცა ეს სურათი გადაღებულია 2 წლის წინ“, – განაცხადა
წამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ ბრალდებები წაუყენოს, ლეგიონის მეთაური პასუხობს, რომ „არ არის გამორიცხული, რადგან საქართველოსთვის და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება“.
„აბსურდულია ამაზე ლაპარაკი. სად მე და სად სლოვაკეთი. კი , ძალიან ბევრი ადამიანი გვიჭერს მხარს და „ქართულ ლეგიონს“ რეპუტაცია აქვს, როგორც დანაყოფი, რომელიც იბრძვის დიქტატორის და იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ჩვენ ვართ პუტინისთვის პირდაპირი მტრები და სხვა ქვეყნებისთვის, სადაც პუტინის გავლენა არის საკმაოდ დიდი“,- განაცხადა მამულაშვილი.
ინფორმაციისათვის, „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან მისი კავშირის შესახებ ინფორმაციის გამო ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.
მანამდე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სთან დაკავშირებული „ქართული ლეგიონი“ სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს.