მამუკა მამულაშვილი პოლიტიკაზე და აგვისტოს ომზე, რომელიც მისთვის დღემდე გრძელდება: საქართველოს დემოკრატიული განვითარება სჭირდება და არა – აჯანყებები და ნგრევა

“არის დღეები, რომლებიც არასდროს სრულდება… ჩემთვის ჯერ არც 2008 წლის აგვისტო დასრულებულა და არც 1993 წლის 27 სექტემბერი, მე ისევ ვიბრძვი…“ – ამბობს ში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური – . შეგახსენებთ, რომ მამუკა მამულაშვილი ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც გენერალ მამასთან – ზურაბ მამულაშვილთან ერთად ს ომში ჩაერთო, 15 წელი კი ტყვეობაში შეუსრულდა. „ერთხელ, როცა რუსი ოფი­ცე­რი მა­მა­ჩე­მის საკ­ნის წინ მცემ­და, მა­მამ რუსს უთხრა სი­ტყვე­ბი, რომ­ლე­ბიც ყოველდღიურად მახ­სოვს – „ღმერ­თმა ქნას, გა­დარ­ჩეს და გა­ი­ზარ­დოს!“ – აღნიშნავს „ქართული ლეგიონის“ მეთაური და „კვირის პალიტრას“ დაუსრულებელ ბრძოლაზე, 8 აგვისტოს ომსა და დაკარგულ მეგობრებზე ესაუბრება.

– 8 აგვისტო ჩემთვის მორიგი ავბედითი დღეა, რომელიც რუსეთმა ჩემს ქვეყანას მოუწყო. ეს ის დღეა, როდესაც მოსკოვმა კიდევ ერთხელ სცადა საქართველოს სუვერენიტეტის წართმევა და ეს ის დღეა, როდესაც კიდევ ერთხელ დავკარგე უახლოესი მეგობრები… მე იმ პერიოდში არმიაში არ ვმსახურობდი, საქართველოს შერეული ორთაბრძოლების (MMA) ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი. ვეტერანებმა კი დავიწყეთ მობილიზება, ბრძოლაში ჩართვის მიზნით, მაგრამ ხუთ დღეში დანაყოფის შექმნაც კი ვერ მოვასწარით. ერთადერთი, რაც მოვახერხეთ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მიცვალებულების გამოყვანა იყო… ძალიან მიჭირს იმ დღეების გახსენება… მას შემდეგ 17 წელი გავიდა, მაგრამ ჩემი ბრძოლა რუსული ტერორისტული არმიის წინააღმდეგ, არც ერთი წუთით არ შეჩერებულა. დღეს მე უკრაინის მიწაზე ვიბრძვი ქარველების და უკრაინელების საერთო მტრის წინააღმდეგ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ბრძოლაში მარტო არ ვარ.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: ორი საუკუნეა და მეტიც, რომ თბილისი ერთიანი კავკასიის ცენტრად ითვლებოდა, არაოფიციალურად ცხადია და ამიერ და იმიერ კავკასიის პატრიოტი ლიდერებიც აღიარებდნენ და მოქმედებდნენ თბილისის ოფიციალურ ცენტრად ქცევისათვის

უკრაინის საგარეო უწყება – ვმუშაობთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად გახდეს შესაძლებელი – ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, უკრაინის დეპორტირებული მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთთან ან ბელარუსთან