მამუკა მამულაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს ჩემი პოლიტიკაში ჩართვის ეშინიათ. გარწმუნებთ, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, ან თუ მივიღებ საერთოდ, აუცილებლად ვიტყვი საჯაროდ

ე.ი. ჩემი და რომ ოდესღაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო, მე – მისმა ძმამ, ახლა უკრაინიდან ხალხი უნდა ჩამოვიყვანო აქ არეულობის მოსაწყობად?”

ში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური ქართულ ძალოვან უწყებებს მიმართავს, თავი შეიკავონ მასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავცელებისგან. „ქართული ლეგიონი“ არანაირი არეულობის მოწყობას არ გეგმავს, პირიქით – სისხლს ღვრის იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს“, – ამბობს მამულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი მზადყოფნას აცხადებს, ჩამოვიდეს საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ამ საკითხზე საუბრისას ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ დიახ, უკრაინიდან მოსალოდნელია სააკაშვილი მომხრეების დესანტირება. „უკრაინაში ბევრი ქართველი იბრძვის გულწრფელად, ს წინააღმდეგ და არანაირი შურისძიება არ ამოძრავებთ „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ „ქართულ ლეგიონში“ არიან ადამიანები, მეთაურის ჩათვლით, რომლებიც ანტაგონისტურად არიან განწყობილნი ამ მთავრობისადმი. ბოლოსდაბოლოს მეთაურის და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო”, – განუცხადა არეშიძემ “კვირის პალიტრას”

მამუკა მამულაშვილი:

– წავიკითხე სუსის განცხადებაც და შემდეგ მამუკა არეშიძის ინტერვიუ – ორივე აბსურდულია. მათი განცხადებების შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აპირებენ ჩართვას. სინამდვილეში, „ქართული ლეგიონი“ არასდროს არ ახალისებს ძალადობას, ნამდვილმა ჯარისკაცმა ყოველთვის იცის მშვიდობის ფასი. არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი მოსკოვის დირექტივით კეთდებოდეს, იმიტომ, რომ რუსები უკვე დიდი ხანია, მუშაობენ „ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაციისთვის…

მთელი ჩემი ძალა, ენერგია და რესურსი მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ კრემლის ამბიცია გაცილებით დიდია, ვიდრე – უკრაინის დამარცხება – პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. ამიტომ ძალებს არ ვზოგავთ, სისხლს ვღვრით, რომ რუსებმა ვერ შეძლონ უკრაინის დამარცხება და შემდგომი ამოცანების განხორციელება, მათ შორის – საქართველოში ინტერვენცია. ჩვენ ყველაზე მეტად არ გვინდა საქართველოში არეულობა და ესკალაცია. შესაბამისად, მოვუწოდებ ქართულ ძალოვან სტრუქტურებს, არ გამოიყენონ არაადეკვატური ძალა ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ. ახალგაზრდებსაც ვთხოვ, სიმშვიდე შეინარჩუნონ. მესმის მათი და მხარს ვუჭერ მათ ბრძოლას თავისუფლებისათვის, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ძველი შეცდომები, უკვე გამოვიარეთ სამოქალაქო ომი, რომელმაც ძალიან ნეგატიურად იმოქმედა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ყველაფერი კონსტიტუციურ ფარგლებში უნდა მოხდეს…

სამწუხაროა, რომ დღეს სწორედ ძალოვანი უწყებები არღვევენ ქვეყნის მთავარ კანონს და ძალადობენ მშვიდობიან მომიტინგეებზე, დევნიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, იმიტომ, რომ, პირველ რიგში, სწორედ რუსეთს აწყობს საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირება. უცნაურია, რომ ამ ხელისუფლებამ ე.წ. რუსული კანონის შემობრუნებით ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირა, ძალოვნები კი ჩვენ გვდებენ ბრალს ქაოსის მოწყობის მცდელობაში…

– პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისში მიმდინარე პროცესებსა და ს “მაიდნის” მოვლენებს შორის პარალელები გაავლო...

– უკრაინის „მაიდნისა“ და დღეს თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებს შორის ნამდვილად შეიძლება პარალელის გავლება, იმ კუთხით, რომ რუსეთით მოტივირებულმა იანუკოვიჩმაც ძალა გამოიყენა საკუთარი მოსახლეობის, ახალგაზრდების მიმართ და, სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც რუსეთით არის მოტივირებული და ისიც არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს საკუთარი ხალხის, საკუთარი ახალგაზრდების წინააღმდეგ. იმედი მაქვს, იანუკოვიჩივით ხალხს არ დახოცავს და სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაიწყებს. მომიტინგეებს უფლება აქვთ, იბრძოლონ საკუთარი თავისუფლებისთვის მშვიდობიანი მეთოდებით და მათ ამაში ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს.

– რამდენად ეთანხმებით, ვერსიას იმის შესახებ, რომ თქვენ ანტაგონისტურად ხართ განწყობილი, საქართველოს ხელისუფლების მიმართ?

– რა შუაშია ანტაგონიზმი? უფლება მაქვს, მომწონდეს ან არ მომწონდეს ესა თუ ის პარტია, პოლიტიკური ძალა. რადგან ვფიქრობდი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეფორმები გაატარა და ქვეყანა განვითარების გზაზე დააყენა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამ პარტიის წევრი ვარ ან ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოყვანას ვცდილობ?! პოლიტიკური აქტივობით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული! ზოგიერთებმა ჩემი და გაიხსნეს… ე.ი. ჩემი და რომ ოდესღაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო, მე – მისმა ძმამ, ახლა უკრაინიდან ხალხი უნდა ჩამოვიყვანო აქ არეულობის მოსაწყობად? თუ პროვოკატორები არ არიან, ასეთ აბსურდულ შეთქმულების თეორიებს საიდან იგონებენ?

– შემოთავაზებაც არ გქონიათ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყავით?

– არა, არასდროს… მაინც ვისგან უნდა მქონოდა შემოთავაზება? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს ჩემი პოლიტიკაში ჩართვის ეშინიათ. გარწმუნებთ, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, ან თუ მივიღებ საერთოდ, აუცილებლად ვიტყვი საჯაროდ. დასამალი არაფერი მაქვს. ჯერჯერობით სხვა საქმით ვარ სულით და გულით დაკავებული – უკრაინაში ომი გვაქვს მოსაგები, იქ მყოფი ყველა ქართველი საერთო მტრის – რუსეთის დამარცხებაზე ვართ კონცენტრირებული და სხვა არაფერზე ვფიქრობთ. ჯერ დამთავრდეს ომი და მერე მოვიფიქრებ, მინდა, საერთოდ პოლიტიკაში ჩართვა თუ არ მინდა. ვერ გავიგე, რადგან ჩემი და „ნაციონალურ მოძრობაში“ იყო, წინასწარ, პრევენციულად, მიპირებენ ჩაქოლვას?

– გასაგებია. რაც შეეხება უკრაინას, რა ხდება იქ ახლა, როგორ შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რაც -ის სენატმა ახალი დახმარების პაკეტი დაამტკიცა უკრაინისთვის?

– მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, მეტი მოტივაცია მოგვეცა. სხვათა შორის, ამ საქმეში მეც შევიტანე ჩემი წვლილი. დახმარება ჯერ არ არის ჩამოსული, მაგრამ ძალიან მალე ადგილზე იქნება, რასაც, ასევე, ძალიან მალე მოჰყვება რუსული ძალების განდევნა უკრაინული მიწებიდან. ველოდებით უახლესი ტექნოლოგიის იარაღს, რომლის მსგავსზეც რუსეთს ხელი არ მიუწვდება. შესაბამისად, ძალიან მალე უკრაინას საკმაოდ დიდი უპირატესობა ექნება სამხედრო თვალსაზრისით.

– თქვენი წვლილი ამ საქმეში როგორი იყო?

– ინტენსიური საუბრები მქონდა ამერიკელ სენატორებთან, ისინი ჩემგან ითხოვდნენ კონკრეტიკას – რა ტექნიკა სჭირდებოდათ უკრაინელებს და რისთვის სჭირდებოდათ. მე დაწვრილებით ავუხსენი, მაგალითად, რატომ სჭირდებოდათ ახლა უკრაინელებს ყველაზე მეტად “ატაკამსის” ტიპის ჭურვები. შორსმსროლელი ჭურვები უკრაინას სჭირდება იმისთვის, რომ განადგურდეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული შეიარაღება, რომელიც ამ დრომდე მიუწვდომელია ჩვენი რაკეტებისთვის. აშშ-ის სენატში კენჭისყრისა და დახმარების პაკეტის დამტკიცების შემდეგ ჩემმა მეგობარმა სენატორებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ სწორედ იმ სპეციფიკის და იმ ოდენობის იარაღის გამოგზავნა გადაწყდა უკრაინაში, რაზეც მე ვლაპარაკობდი.

– ძალიან იმედიანი განწყობა გაქვთ…. თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახლა ინიციატივა რუსეთის ხელშია, ყველა მიმართულებით ახორციელებენ შეტევას და რიგ მიმართულებებზე უკრაინულმა არმიამ უკან დაიხია.

– რუსეთმა გამოიყენა მომენტი, როდესაც უკრაინას ამერიკიდან და ევროპიდან იარაღი არ მოეწოდებოდა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მართლა ძალიან იაქტიურა და რიგი პოზიციებიც დაიკავა, მაგრამ ეს იყო რუსების მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეძლოთ. საბოლოო ჯამში, სულ რამდენიმე მცირე დასახლებული პუნქტი აიღეს, ვერც ერთი დიდი ქალაქის ან რაიონული ცენტრის აღება ვერ მოახერხეს. ორ თვეში უკრაინას შესაბამისი იარაღი ექნება და რუსეთს მოუწევს უკან დახევა.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა