მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!

ფიფას ვერსიით 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა, ჩვენ დავუკავშირდით საქართველოდან ამ გამოკითხვაში მონაწილე მამუკა კვარაცხელიას და ვკითხეთ ამ სიაში ს არყოფნის მიზეზი…
მამუკა კვარაცხელია: აღნიშნულ გამოკითხვაში შარშანდლიდან ვიღებ მონაწილეობას და ჩემს და ჩვენს ბედად, არც შარშან, არც წელს ჩვენი ხვიჩა სიაში არ იყო შეყვანილი! სტრუქტურა ასეთია – გიგზავნიან ჩამონათვალს ფეხბურთელებისას ან მწვრთნელებისას ყველა ნომინაციაში, კაცებშიც და ქალებშიც, რომლის გასწვრივაც შენ უნდა აღნიშნო პირველი, მეორე და მესამე… სია მივიღე თუ არა, მაშინვე “კვარას” დავუწყე ძებნა, მაგრამ ძალიან მეწყინა, რომ არ იყო სიაში. ამიტომ სიიდან ავირჩიე დემბელე, ენრიკე და დონარუმა და სამივე პირველ ადგილზე გავიდა.
“კვარა” ბევრ რამეშია უნიკალური და თუნდაც ის წარმოვიდგინოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული პსჟ ვერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მესის, ნეიმარის, მპაპეს, იბრაჰიმოვიჩის დროს და სწორედ კვარას მისვლის შემდეგ მოიპოვეს პარიზელებმა სანუკვარი პრიზი და რა თქმა უნდა ჩვენებურის დიდი ძალისხმევით, თუნდაც ორი მომენტი რომ გამოვყოთ – „ლივერპულთან“ ცარიელი კარიდან გამოტანილი ბურთი და პირველი ქართული გოლი ფინალში! …
“კვარამდე” პოლიტიკოსებიც კი ითხოვდნენ – „დინამოს“ სტადიონზე კარტოფილი დავთესოთო! და ეს ხდებოდა პიჭაძის, მესხის, ყიფიანის, ქინქლაძის, არველაძეების ქვეყანაში! კვარამ მთელი საქართველო ფეხბურთისკენ მოაბრუნა, და სადაც წავიდა, ყველგან დაამტკიცა, რომ საუკეთესოა და გამარჯვების სიმბოლო! ყაზანში სასწაულებს სჩადიოდა, ბათუმში 20 000 კაცი მოდიოდა სტადიონზე კვარას სანახავად, ახლა კი თავად ხედავთ, რამდენი დადის, კვარამდე ოსიმენს ორ სეზონში 51 მატჩში 28 გოლი ჰქონდა გატანილი, კვარასთან ერთად – 1 სეზონში 32 მატჩში-31 გოლი! დემბელეს პარიზში 42 თამი 6 გოლი გაეტანა, კვარას გადმოსვლიდან 53 მატჩში-35 გოლი! გახსოვთ, ლეგენდარული ვან ბასტენი როგორ არ იჯერებდა გოლს „ატალანტას“ კარში- 9 კაცით გარშემორტყმულმა გაიტანაო?
საქართველოს ნაკრებზე კი ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ კვარას გავლენა… თუ ადრე მთელს საქართველოში პატარა ბიჭები მესისა და რონალდოს მაისურებით დარბოდნენ, დღეს ყველას კვარას მაისური უნდა… ასეთი გადატრიალება თავის ქვეყანაში ჩემს ნახევარსაუკუნოვან საფეხბურთო მოღვაწეობაში მხოლოდ ჟორჟ ვეას თუ გაუკეთებია… ასე, რომ კვარა ჩემთვის ობიექტურადაც საუკეთესოა და იმედი მაქვს მომავალ წელს ვიხილავ ოფიციალურ სიაში…”, – განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.
“ბოლო თვეებში მე გავხდი მძიმე და სრულიად მიუღებელი ზეწოლის ობიექტი” – ილია თოფურიამ განცხადება გააკეთა
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში “ქართული ფეხბურთის აკვანი” მზად იქნება
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა…
“ამ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ფანი ვარ” – კვარაცხელია “ფლამენგოსთან” მატჩის წინ
“ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა”
“ახალ ოლიმპიურ სასახლეში”, მამუკა კვარაცხელიას წიგნის, “სამასმეერთე”-ს პრეზენტაცია გაიმართა
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი “სამაჩაბლოს” საპატიო პრეზიდენტია