მამუკა დიასამიძე, რომელსაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდა, დაკავების დეტალებს იხსენებს.
მამუკა დიასამიძემ ეს განცხადება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა. სასამართლომ დღეს ის “პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის” 2 000 ლარით დააჯარიმა.
“ბორცვზე ვიყავი, შემაღლებულ ადგილას, გავიწიეთ მოლის მიმართულებით, რა დროსაც მე ვეღარ გავაგრძელებდი გზას შემოღობვის გამო და უნდა ჩამოვსულიყავი ტროტუარზე, ვაპირებდი ჩამოსვლას, რა დროსაც უკვე ხმა გავიგე, ჩემზე უფრო მაღალი, როგორ აგინებდნენ ხარებას, ხარებას მიმართულებით ისმოდა გინების ხმა. რა დროსაც, ხარება გადმოსული იყო მანქანიდან ნახევრად და ჩემკენ იყო, იდეაში, მივხვდი, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება წამებში და ჩაჯდა ამ დროს მანქანაში და რაციაში გაიძახა, მომიყვანეთ ეგ აქო და მაგის დაძახება და 4 ნიღბიანის ფეხებში წვდომა ერთი იყო.
ერთ წამში მოხდა ალბათ ეს ყველაფერი, ჩამომათრიეს ბორცვიდან, ტროტუარზე მათრევდნენ, მირტყამდნენ წიხლებს, კი ჰქონდა რეაქცია ხალხის მხრიდან, მეჯიკავებოდა ხალხიც, მაგრამ მიმათრიეს, ხელში ტელეფონი დაინახეს და ეგრევე წამართვეს, ვცდილობდი, ჯიბეში ჩამედო, მაგრამ დარტყმა გააგრძელეს წიხლებით, ხელებით, გინება.