მამუკა გაწერელიას დედა მელანია ტრამპს ღია წერილით მიმართავს

ს ტყვეობაში მყოფი ქართველი მეომრის, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე მელანია ტრამპს წერილს უგზავნის და შვილის პუტინის ტყვეობიდან გამოხსნაში დახმარებას სთხოვს.

დალი ჩხეიძე -ის პირველ ლედის მოუწოდებს თანაგრძნობა გამოიჩინოს და მამუკა გაწერელიას შესახებ ცნობიერების ამაღლებაში დაეხმაროს.

გთავაზობთ წერილს:

გწერთ, როგორც გულ გატეხილი დედა. ჩემი შვილი, მამუკა გაწერელია, 2022 წელს ში, აზოვსტალში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების დროს ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში ტანჯვის შემდეგ, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ეს სასჯელი აუტანელი და უსამართლოა.

მის გარეშე ყოველი დღე ტკივილით არის სავსე და იმის ცოდნა, რომ ის შეიძლება აღარასდროს დაბრუნდეს სახლში, ჩვენს ოჯახს ანგრევს. მოგიწოდებთ, როგორც თავად დედას, გამოიჩინოთ თანაგრძნობა და დაგვეხმაროთ ჩემი შვილის ბედის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. თქვენი ხმა გავლენას ახდენს და შეუძლია იმედი მოიტანოს იქ, სადაც თითქმის აღარაფერი დარჩა.

გთხოვთ, დაგვეხმარეთ მამუკას სამართლიანობისთვის ბრძოლაში. დედის გული არასდროს წყვეტს ლოდინს და მე არასდროს შევწყვეტ ლოცვას მისი თავისუფლებისთვის.

ღრმა პატივისცემითა და იმედით, დალი ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ ში, ს წინააღმდეგ მებრძოლს, დან დევნილ 24 წლის მამუკა გაწერელიას პუტინის რეჟიმმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ახალგაზრდა კაცი ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა.

რუსეთში უვადო პატიმრობა მისჯილი ქართველი მებრძოლის ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თითქმის 3 წელია სთხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის