მამუკა გამყრელიძე: ორიოდე სიტყვა კვარაცხელიას დასაცავად

“ორიოდე სიტყვა კვარაცხელიას დასაცავად.
კვარაცხელიას ახლა მძიმე პრობლემები აქვს და ეს არა მხოლოდ თამაშის რადიკალურად გაუარესებული ხარისხია, არამედ პრობლემების ფესვები ბევრად ღრმა გახლავთ.
ხვიჩას მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ არის ერთი წესიერი, არც ისე ჭკვიანი, ცინიზმისგან დაცლილი (ცინიზმს ჭკუა უნდა) გამოუცდელი ადამიანი. სწორედ ამ არაცინიკურობის და წესიერების გამო მისი ნიჭით სარგებლობს ყველა ვინც გარს აკრავს.
მეტი ჭკუა, რომ ჰქონიდა დიდი ხნის წინ დაიქნევდა მშობლებსაც, მენეჯერსაც, სპორტულ ფუნქციონერებსაც, პოლიტიკოსებსაც და ყველა სხვა “კეთილისმსურველსაც”.
შეადარეთ კალაძეს. არაფერი განსაკუთრებული მოთამაშე არ ყოფილა, მაგრამ ბრწყინვალედ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა. არც მადიდებლებს აქცევს ყურადღებას, არც მაგინებლებს. ზუსტად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და ტანკივით მიდის წინ.
ხვიჩას კიდევ ერთი პრობლემა მისი ქომაგები და სპორტული ჟურნალისტები არიან, რომლებიც მუდმივად დითირამბებს უმღეროდნენ და პანეგირიკებს წერდნენ. ერთეულების გარდა არავინ შეაფასა რეალურად. ყველა რაღაც სასწაულს მოელოდა და ამ დროს ბიჭი “ქრისტე ღმერთი არ არის. სამჭკუაშვილია.”
თუ კვარაცხელია მის გარემოცვას და ვითარებას რეალურად არ შეაფასებს აუცილებლად დაიკარგება, როგორც ბევრი სხვა ტალანტი,” – წერს სოციალურ ქსელში „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, .