“წუხელ, ამერიკის დემოკრატიულ პრესაში გამოჩნდა ცნობები, რომ ბაიდენს ცალკ-ცალკე შეხვდა ნენსი პელოსი, ჩაკ შუმერი და კიდევ რამდენიმე დემოკრატი კონგრესმენი, რომლებიც მოუწოდებენ მას გამოვიდეს საპრეზიდენტო რბოლიდან. დონორებმაც შეუწყვიტეს დაფინანსება. ამას მოყვა ბაიდენის ციტატა, რომ მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში შეწყვეტს ბრძოლას. და ბოლოს, გამოჩნდა ცნობა, რომ ბაიდენი კოვიდით არის ავად და ვეღარ ჩაატარებს დაგეგმილ შეხვედრებს.
ბაიდენი კუთხეში მიიმწყვდია საკუთარმა პარტიამ. ახლა, მან ალბათ აიღო პატარა ტაიმ აუტი, რომ მოიფიქროს რას იზამს. IMHO გავა რბოლიდან. მთავარი ჩამოთვლილში დონორების მიერ დაფინანსების შეწყვეტა გახლავთ.
სახელდება რამდენიმე კანდიდატი, ვინც ჩაერთვება ბაიდენის ნაცვლად საპრეზიდენტო რბოლაში. მათ შორის გრეტჩენ უიტმერიც არის, რომელზეც ცოტა ხნის წინ დავწერე.
მგონია, ასეთ შემთხვევაში, ტრამპის გამარჯვება ფრიად სათუო გახდება და შეიძლება კვლავ დემოკრატი ვიხილოთ თეთრ სახლში.
აქ სხვა არაფერი მომდის თავში გარდა:
God Save America !” – წერს სოციალურ ქსელში „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე.