მამუკა გამყრელიძე: ანტიკორუპციული ბიუროს ასე დაკნინება და გაფარჩაკება …

“ანტიკორუპციული ბიუროს ასე დაკნინება და გაფარჩაკება, როცა აიძულებ საკუთარი გადაფურთხებული ალოკოს, არის უკიდურესად მძიმე ფაქტი ქვეყნისთვის. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში კი არ მოდის, არამედ მყარად დგას რუსული ყაიდის კრიმინალურ-პოლიტიკური დიქტატურა, რომელიც ორგანულად არის შეზრდილი სამართალდამცავ სტრუქტურებთან. დღეს ყველა ორგანო, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს და იცავდეს ქვეყნის ყველა მოქალაქის თუ ორგანიზაციის ინტერესებს, არის პოლიტიზირებული და დგას მმართველი პარტიის სამსახურში.
მე ვაფრთხილებდი ჩვენს მოქალაქეებს 2016-შიც და 2020-შიც, რომ ქოცნების არჩევის შემთხვევაში წინ დიქტატურა გველოდა. ახლა უკვე დიქტატურის პირველ ეტაპზე ვართ. თუ კვლავ ქოცნება დარჩება სათავეში სრულიად გაქრება სიტყვის თავისუფლება. მედიასაც მოახრჩობენ და სოცქსელებსაც გაფილტრავენ. დიდი წინასწარმეტყველება ამას არ სჭირდება. ასეა რუსეთში. ასეა ჩინეთში. ასეა ირანში.
26 ოქტომბერს იფიქრეთ იმაზე, თუ რა ქვეყანაში გინდათ ცხოვრება !” –  წერს სოციალურ ქსელში „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, .