„ატუ ჰოლდინგი“ (Atu Holding) – ასე ჰქვია ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის ახალ კომპანიას, სააქციო საზოგადოებას, რომელიც მან საქართველოში იაპონიიდან დაარეგისტრირა.
შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესებიდან, 29 დეკემბრიდან ორ დღეში, 31 დეკემბერს, საქართველოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მისი ვაჟის, უტა ივანიშვილის კუთვნილი ახალი კომპანია, სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“.
საჯარო რეესტრში წარდგენილ ინფორმაციაში მითითებულია, რომ კომპანიის დამფუძნებელი და აქციების 100%-ის მფლობელი არის უტა ივანიშვილი, მილიარდერი ექსპრემიერის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი.
უტა ივანიშვილმა კომპანია რეესტრში მინდობილობით დაარეგისტრირა – ის უწყებაში თავად არ მისულა, რეგისტრაცია მიანდო ნატო ხაინდრავას, სს „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს“.
როგორც მინდობილობაშია მითითებული, უტა ივანიშვილი რეგისტრაციის დროისათვის იმყოფება იაპონიაში და „პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციების გამოყენებით“ – „სკაიპით“ – შეადგინა მინდობილობა ხაინდრავას სახელზე.