მამა ილია თოლორაია: მეუფე შიომ ეკლესიაში სამღვდელოებას წითელი აუნთო

ის, რაც მამა დოროთეს და ჩემს წინააღმდეგ გააკეთეს, იმის ნიშანია, რომ მეუფე შიომ ეკლესიაში სამღვდელოებას წითელი აუნთო, – ამის შესახებ მამა ილია თოლორაიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მათაც შეეძლოთ, რომ პროცესების დაწყებისთანავე გაეკეთებინათ განცხადებები და შემდეგ თავს გაფრთხილებოდნენ, თუმცა ეს არ გააკეთეს.

ის, რაც მამა დოროთეს და ჩემს წინააღმდეგ გააკეთეს, იმის ნიშანია, რომ მეუფე შიომ ეკლესიაში სამღვდელოებას წითელი აუნთო. მოდით, გადავხედოთ, დღეის მერე აბა ვინ იტყვის? საქართველოში მთელი პროცესები რომ დაიწყო, ჩვენც შეგვეძლო მამა დოროთე და ჩვენც ვიტყოდით და მერე გავჩერდებოდით, მაგრამ ეს გამოვიდოდა, რომ ამათთანაც ვართ, თუმცა, თავსაც ვუფრთხილდებით. ქართველი ერის გვერდით ჩვენ ბოლომდე დავდგებით და მღვდლობის გამო, მეუფე შიოს ბოდიშს არასდროს მოვუხდი, გამორიცხულია. ბოდიში მოიხადონ ქართველი ერის წინაშე. მოსახდელიც ექნებათ, ქართველი ერი ასე რომ მიატოვეს და გაწირეს. ჩვენ ვიქნებით საქართველოს გვერდით ბოლომდე, გავიმარჯვებთ , – განაცხადა ილია თოლორაიამ.