მამა თურმე სთხოვდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, რადგან ცურვა არ იცოდა. კიდევ ჰქონდა იმედი ალბათ, რომ არ მოკლავდნენ

მამა თურმე სთხოვდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, რადგან ცურვა არ იცოდა. კიდევ ჰქონდა იმედი ალბათ, რომ არ მოკლავდნენ
ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან მახსოვს, ასეთი სიტყვები, თუ როგორ სცემდა მამას რომან შამათავა. სადისტი, არაადამიანი და აიძულებდა, რომ რაღაც ეღიარებინა. არ ვიცი რის აღიარებას სთხოვდა, ალბათ რაღაც აბსურდი რომ დაებრალებინათ მისთვის,- ამის შესახებ “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ქრისტინე ქარდავას განცხადებით, მამამისი სთხოვდა კატერზე მყოფთ, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, რამდენადაც მან ცურვა არ იცოდა. პაატა ქარდავას კიდევ ჰქონდა იმედი, რომ არ მოკლავდნენ, რადგანაც კატერზე მყოფ რამდენიმე პირს იცნობდა და ფიქრობდა, რომ სიტყვას შეაწევდნენ. „შემდეგ მიიყვანეს ბათუმში ნავმისადგომთან, ჩასვეს კატერში, გაიყვანეს დიდ სიღრმეში ზღვაში და მამა თურმე სთხოვდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში რადგან ცურვა არ იცოდა კიდევ ალბათ იმედი ჰქონდა, რომ არ მოკლავდნენ. იცნობდა რამდენიმე ადამიანს ვინც კატერზე იჯდა და ჰქონდა მათთან კვეთა. ალბათ ჰქონდა იმედი, რომ ისინი რაღაც სიტყვას შეაწევდნენ, რომ არ გინდა რომან“,- განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.
ს შეკითხვაზე რომან შამათავასთან ერთად ვინ იმყოფებოდა კიდევ კატერში, ქრისტინე ქარდავამ ჩამოთვალა რამდენიმე ადამიანი, რომელთა შორისაც გიორგი ჩიქოვანი, იგივე „მაიმუნაცაა“, რომელიც სერჟანტ, როინ შავაძის, მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს. „კატერში ისხდნენ – რომან შამათავა, ალექსანდრე დანელია, ეს არის პიროვნება, რომლებსაც მამაჩემის ტელეფონები ედო სამსახურში, ბახვა ჩიქობავა, რომელიც დღეს თურმე გმირია და მამაჩემი მოღალატე და კატერს მართავდა გიორგი ჩიქოვანი იგივე „მაიმუნა““-განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ