მამა დოროთეს ბიჭებისგან: მადლობა გვინდა გითხრათ და გადაგიხადოთ იმ მართალი და გაბედული სიტყვისათვის, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ დღეს ასე იშვიათად ისმის ჩვენი ეკლესიებიდან

“მამა დოროთეს ბიჭებისგან.
გამარჯობა და დაგლოცავთ ჩვენო სულიერო და კეთილო მოძღვარო. პირველ რიგში, მადლობა გვინდა გითხრათ და გადაგიხადოთ იმ მართალი და გაბედული სიტყვისათვის, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ დღეს ასე იშვიათად ისმის ჩვენი ეკლესიებიდან. ჩვენთვის ასევე ძალიან დიდი ძალის მომცემია თქვენნაირი ადამიანისა და პიროვნების გვერდში დგომა, რომელიც ასე უშიშრად იბრძვის სიმართლისა და სამართლიანობისათვის.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით გვიგულეთ! მადლობა თქვენი ლოცვისა და თანაგრძნობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ სინათლე ყოველთვის დაამარცხებს უიმედობასა და ბოროტებას! მხნეობას და გამძლეობას გისურვებთ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით.” – წერია ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს რეჟიმის პატიმრები დავით ხომერიკი, ანდრო ჭიჭინაძე და ირაკლი მიმინოშვილი აწერენ.
წერილს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი აქვეყნებს.
“გამიჭირდა წაკითხვა, ცრემლები მეფარებოდა.მადლობა ძმებო.მალე გავიმარჯვებთ ბოროტებაზე.
“მე უჩა აბაშიძის დედა ვარ, უჩასთან ერთად არიან კამერაში ბიჭები და უჩას გამოგზავნილ წერილში ჩადეს ეს ფურცელი თქვენთვის გადმოსაცემად”. – წერს არქიმანდტრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში