“მამა არ ეყო, მერე პოლიციელზე გადავიდა, დროშა რატომ გაწუხებთ?” – მეუფე იაკობი

მამა არ ეყო, პოლიციელზე გადავიდა და დროშა რატომ გაწუხებთ? – ლაზარე გრიგორიადისზე საუბრით პასუხობს საპატრიარქოდან გამოსული მეუფე იაკობი ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანიაზე დასმულ კითხვას.
დროშაზე არ წამიკითხავს, როდესაც ადამიანს მიაქცევენ ყურადღებას, დროშაზეც მერე დავფიქრდები. ადამიანს არ აქცევენ ყურადრებას ის პოლიტიკოსები, ვინც გმირად გახადეს ის, ვინც ადამიანს წვავდა. არ გახსოვთ ერთი ახალგაზრდა პოლიციელს რომ წვავდა? მამა არ ეყო, მერე პოლიციელზე გადავიდა. დროშა რატომ გაწუხებთ, პირველ რიგში ადამიანზე იფიქრეთ. ლაზარემ მამა არ დაჭრა ორ ადგილას? რაზე იყო ის გასამართლებული? “- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…