მამა ანდრია: სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება.
“სინოდის სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად. მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია – სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. განისაზღვრება ამ კომისიებში შემავალი წევრების საკითხი. კომისიის სახელმწოდებები თავად ლაპარაკობს ფუნქციაზე. პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი არ არის მარტივი პროცესი – უნდა დაითვალოს ხმები, მით უმეტეს, გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება, მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე. ამიტომ, საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭირო იყო შეთანხმება ამ თემებზე” – ამბობს დეკანოზი.
მამა ანდრიას თქმით, “ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში, შემდეგი სინოდის სხდომა გაიმართება 24 აპრილს“.
სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად, ასაკზე გადაწყვეტილება არ მიღებულა – მამა ანდრია