მამა ანდრია: მცირე კორიდორიდან წირვის დროსაც უწყვეტად შეეძლება მრევლს სამებაში შემოსვლა

15:00 საათზე მოხდება გადასვენება. მანამდე კი, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის.ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
პატრიარქ ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ.