“თავად განსაჯეთ, რას აკეთებს ეს ადამიანი და რამდენად სანდოა ეს გზა” – ასე უპასუხა პატრიარქის პრესსკიპერმა ანდრია ჯაღმაიძემ ბექა ვარდოსანიძეს, რომელმაც “სამარცხვინო” უწოდა საპატრიარქოს განცხადებას, შეიცვალოს სტალინის გამოსახულება მატრონა მოსკოველის ხატზე.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოს განცხადება ილია მეორესთანაა შეთანხმებული.
“ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება, ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზეც ვრცელდება. ხოლო როდესაც საკითხი დაბალი რანგისაა, სამსახური თავისი სახელითაც ავრცელებს განცხადებას, და თავადაა პასუხისმგებელი, თუმცა ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ხდება ეს. უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული” – წერს მამა ანდრია.