მამაცაშვილი “იბერიადან” შვედურ გუნდში გადავიდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი საბა მამაცაშვილი კარიერას “სირიუსში” გააგრძელებს. ინფორმაცია შვედური კლუბის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.
საბამ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ასე რომ, “იბერიას” ყოფილი ფეხბურთელი შვედეთში ითამაშებს.
“ვამაყობ, რომ “სირიუსში” მოვედი, ეს შესანიშნავი შანსია და ბევრს ვიმუშავებ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინო და გუნდი გავაძლიერო”, – თქვა საბამ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ.
21 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა, შარშან ის იჯარით „გაგრაში“ თამაშობდა. “სირიუსი” შვედეთის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 27 ქულით მერვე
ადგილზეა, 17 აგვისტოს კი, “გიოტებორგს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში