მამარდაშვილს შანსი მეორე ტაიმში მიეცა – უხვგოლიან მატჩში “ლივერპული” “მილანთან” დამარცხდა

ჰონგ-კონგში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში “ლივერპული” “მილანთან” 1:3 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისიდან ვიხილეთ, მან ალისონ ბეკერი შეცვალა. მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მე-10 წუთზე “ლივერპულის” მცველების შეცდომით იტალიელებმა ისარგებლეს და კონტრშეტევაზე რაფაელ ლეაომ “მერსისაიდელები” დასაჯა.
26-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით დომინიკ სობოსლაიმ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ “ლივერპულმა” არაერთი მომენტი შექმნა, მაგრამ “როსონერის” კარის დარაჯმა მაიკ მენიომ საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.
52-ე წუთზე ლეაოს მორიგი შედეგიანი მოქმედების შემდეგ რუბენ ლოფტუს-ჩიკმა “მილანი” წინ გაიყვანა. მე-60 წუთზე კი ალექსის სელმაკერსის ეფექტური თამაშის შემდეგ ნოა ოკაფორმა მამარდაშვილს გაუტანა.
90+3 წუთზე კოდი გაკპომ სხვაობა შეამცირა, 1 წუთში კი ოკაფორმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მომდევნო სპარინგს „ლივერპული“ 30 ივლისს იოკაჰამაში ადგილობრივ „მარინოსთან“ გამართავს.
ლივერპული – მილანი 2:4
გოლები: 0:1 ლეაო (10), 1:1 სობოსლაი (26), 1:2 ლოფტუს-ჩიკი (52), 1:3 ოკაფორი (60), 2:3 გაკპო (90+3), 2:4 ოკაფორი (90+4).
დაიწყება თავდავიწყება – რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
სალაჰი თავის თავს ისტორიაში საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად მიიჩნევს
“ლივერპულის” გეგმა – კიეზას გაყიდვა და მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენა
“ვალენსიამ” მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
“დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას “ლივერპულშიც” მოახერხებს – სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
[VIDEO] მამარდაშვილმა “ლივერპულში” სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია