მამარდაშვილს საუდის არაბეთიდან ზღაპრული წინადადება აქვს

ესპანური Relevo-ს ცნობით, “ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილს ს ერთ-ერთი კლუბიდან ზღაპრული წინადადება აქვს.
წყარო არ აკონკრეტებს გუნდის ვინაობას, თუმცა წერს, რომ არაბები მზად არიან, ტრანსფერის სანაცვლოდ “ღამურების” მოთხოვნილი 35 მილიონი ევრო გაიღონ.
Relevo ასევე ჩვენებურის შესაძლო ხელფასის რაოდენობას არ აკონკრეტებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ქართველს ფანტასტიურ და ზღაპრულ გასამრჯელოს დაჰპირდნენ.
თავის მხრივ, ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ მამარდაშვილი საუდის არაბეთში გადასვლის ვარიანტს ჯერჯერობით არ განიხილავს და პრემიერ ლიგაში სურს კარიერის გაგრძელება.
პრემიერლიგაში იყვნენ: ქინქლაძე, ქეცბაია, შოტლანდიაში: ნემსაძე, ხიზანიშვილი, მაგრამ რა? წარმატებული ნაკრები არ გვეყოლება პრემიერლიგაში ინტეგრაციის შემთხვევაში. გავიხსენოთ კაფუს სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ მასშემდეგ, რაც პრემიერლიგაში ბრაზილიელებმა გადასვლას მოუხშირეს აღნიშნული უარყოფითად აისახა ნაკრებზე! ასე რომ იტალიას, ესპანეთს, გერმანიას და თუნდაც საფრანგეთს ალტერნატივა არ აქვს. საუდეთი, პრემიერლიგა და ემ ელ ეს-ი ბებრების ლიგაა!