მამარდაშვილს “ლივერპულში” სალაჰიც დახვდება – ეგვიპტელმა კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა

მამარდაშვილს “ლივერპულში” სალაჰიც დახვდება – ეგვიპტელმა კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა
Sky Sports-ის ინფორმაციით, “ლივერპულის” შემტევმა მოჰამედ სალაჰმა “მერსისაიდულ” გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.
32 წლის ეგვიპტელს “ენფილდის” ბინადრებთან შრომითი ხელშეკრულება ამ სეზონის შემდეგ ეწურება, მაგრამ უახლოეს პერიოდში მის გაგრძელებაზე მოლაპარაკება დაიწყება.
ბოლო პერიოდში სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ სალაჰი შესაძლოა, საუდის არაბეთში გადაბარგებულიყო.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ზაფხულში “ლივერპულს” საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება.