მამარდაშვილს კონკურენტი აკლდება? – კელეჰერი შესაძლოა, “ლივერპულიდან” წავიდეს, მაგრამ კვლავ პრემიერ ლიგაში დარჩეს

Football Insider-ის ინფორმაციით, “ტოტენჰემი” “ლივერპულის” 26 წლის მეკარის კაომინ კელეჰერის შეძენას გეგმავს. ლონდონელები მზად არიან, “მერსისაიდელებს” შეთავაზება მომდენო სატრანსფერო ფანჯარაზე გაუკეთონ.
თავის მხრივ, ირლანდიელის გაყიდვის წინააღმდეგი “ენფილდის” ბინადარი გუნდი არ უნდა იყოს, რადგან კლუბში ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი მოვა და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება.
თავის მხრივ, “ლივერპულიდან” აბარგების წინააღმდეგი არც კელეჰერია, რომელსაც ისეთ გუნდში სურს ასპარეზობა, სადაც ძირითადი კიპერი იქნება. მიმდინარე სეზონში ალისონის ტრავმის გამო ირლანდიელმა ჯამში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში