მამარდაშვილს ბოლოს ორი გოლი გაუტანეს და “ვალენსია” “ლას-პალმასთან” დამარცხდა [VIDEO]

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ და თამაში ლამაზი სანახავი არ იყო. შედეგად პირველი ტაიმი მომენტის და კომპენსირებული დროის გარეშე დასრულდა. მძიმე სანახაობა შესვენების შემდეგაც გაგრძელდა, „ლას-პალმასმა“ პირველი მომენტი 67-ე წუთზე შექმნა, როდესაც მამარდაშვილმა პირისპირ გასულ მუნირს არ გაატანინა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. სტუმრები მხოლოდ ამის მერე გააქტიურდნენ და მეკარე ვალესმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯერ მცველმა სუარესმა თავურით „ღამურების“ კარი დალაშქრა, ბოლოს კი
საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მამარდაშვილს ხელიდან გაუვარდა და კარდონამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ვალენსიას თამაშის ყურება შეუძლებელია.ასეთი მახინჯ ფეხბურთს ალბათ ვერსად ვერ ნახავ.
ისევ რუსული ტელეარხი, ისევ რუსული კომენტატორები….
სპორტალ.ჯის ადმინისტრატორს – თუ ასე გიჭირთ ფინანსურად,მე გადაგიხდით რომელიმე ევროპული სპორტული არხის აბონამენტის საფასურს.თუ ენა არ გესმით, ისწავლეთ, გამოგადგებათ ცხოვრებაში.