მამარდაშვილმა პენალტი აიღო და თავისი გუნდი უამრავჯერ გადაარჩინა – “ვალენსია” “ვილიარეალთან” მაინც დამარცხდა [VIDEO]

ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ვილიარეალთან“ 0:1 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, 39-ე წუთზე კი ალექს ბაენას პენალტი აიღო.
მეორე ტაიმში ქართველმა კიდევ ოთხჯერ მოიგერია მეტოქეთა მიერ დარტყმული ბურთი, მაგრამ ისევ ჩავარდა „ღამურების“ დაცვა და ხორხე კუენკამ მასპინძლებს გამარჯვება მოუპოვა.
გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და მან ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.5, whoscored 8.5, flashscore 8.1.
ვილიარეალი – ვალენსია 1:0
გოლი: კუენკა (54)
გამოუყენებელი პენალტი: ბაენა (39, ვილიარეალი)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში