გიორგი მამარდაშვილმა კვლავ ითამაშა „ლივერპულში“, რომელმაც აზიური ტურნეს მეორე შეხვედრაში „იოკოჰამა“ 3:1 დაამარცხა.
ალისონ ბეკერმა შეკრება პირადი მიზეზებით დატოვა და საქართველოს ნაკრების მეკარე ძირითად შემადგენლობაში იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ერთი გოლი გაუშვა და ერთი მოგერიება ჰქონდა.
ანგარიში 55-ე წუთზე იაპონელებმა ასაჰი უენაკას ზუსტი დარტყმით გახსნეს. „ლივერპულს“ წონასწორობის აღსადგენად შვიდი წუთი დასჭირდა – გოლი გერმანელმა თავდამსხმელმა ფლორიან ვირტცმა გაიტანა, „ლივერპული“ ტრეი ნიონმა (67) დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში 16 წლის თავდამხმელმა რიო ნგუმოჰამ (87) დააფიქსირა 3:1.
მერსისაიდელები 4 აგვისტსო ბილბაოს „ატლეტიკთან“ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, ხოლო 10 აგვისტოს ინგლისის სუპერთასზე ასოციაციის თასის გამარჯვებულ „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან.
პირველი არხი
