მამარდაშვილმა ვარჯიში დაიწყო – ითამაშებს “რეალთან”?

საშობაო საღამოზე „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა და სადღეგრძელო წარმოთქვა. მან მომავალი დღესასწაული ყველას მიულოცა და თქვა, რომ ტრავმა თითქმის მოირჩინა:
„თავს უკვე უკეთ ვგრძნობ. „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩისას მიღებული ტრავმა მოვირჩინე. ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, შობის შემდეგ კი ვარჯიშს გუნდთან ერთად დავიწყებ. სწორედ ახლა გამარჯვებების მოსაპოვებლად გულშემატკივრების მხარდაჭერა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. „ესპანიოლთან“ კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ და დარწმუნებული ვარ, სიტუაციას გამოვასწორებთ. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი გაგვაჩნია.
დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, მინდა ყველას შობა მოგილოცოთ და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. აქ ოთხი
წელია ვარ და პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“.
დიდი ალბათობით გიორგის დაბრუნებას 4 იანვარს „რეალთან“ საშინაო შეხვედრაში უნდა ველოდოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში