ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსიამ“ სახლში „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში თამაში ლამაზი სანახავი არ იყო და მასპინძლები დურომ დააწინაურა. „ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სამუშაო თითქმის არ ჰქონდა, შესვენების შემდეგ კი მატას ორჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, ბოლოს მარტინსაც არ გაატანინა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
მამარდაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატზე 31 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა. გიორგიმ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.1, flashscore 8.0, whoscored 7.9.
ვალენსია – ხეტაფე 1:0
გოლი: დურო (40)
ბრავო გიორგი!სადაც დასჭირდათ,ყველგან საიმედოდ ითამაშა.უგო დურომ გოლი გაიტანა,ძალიან ტექნიკური დარტყმით და მატჩის საუკეთესოდ ის დაასახელეს,მაგრამ გიორგის როლი,მეტი მგონია ამ გამარჯვებაში.