ლა ლიგის 29-ე ტურში, “ვილიარეალთან” სტუმრად წაგებულ მატჩში (0:1) “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კლუბის საიტთან ესპანურ ენაზე კომენტარი გააკეთა:
“წაგება სამწუხაროა, მაგრამ უნდა წამოვდგეთ და მუშაობა გავაგრძელოთ. ახლა სანაკრებო პაუზაა და სამუშაოდ დრო გვაქვს. ცოტა ენერგია და ძალა დაგვაკლდა, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ. მეტი უნდა შევუტიოთ და ბურთი ვაკონტროლოთ, რაც დღეს გვაკლდა.
შედეგი? მიხარია, როდესაც კარს მშრალად ვინახავ, თუმცა ეს ფეხბურთია, ყოველ მოქმედებაზე კონცენტრირება გვჭირდება და მაშინ გოლს არ გავუშვებ.