მამარდაშვილი ტრავმას გადაურჩა, “ვალენსია” წაგებას – ვერა

ლა ლიგის მეთექვსმეტე ტურში „ვალენსია“ სახლში „რაიო ვალეკანოსთან“ 0:1 დამარცხდა.
დებიუტში სტუმრები ახლო მანძილიდან თავურით პატე სისმა დააწინაურა. იმ მომენტში მამარდაშვილი უძლური იყო. 28-ე წუთზე მას მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაეჭიმა, თუმცა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და თამაში გააგრძელა. მიუხედავად დიდი უპირატესობისა მასპინძლებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore. 6.5, whoscored 5.8, flashscore 5.8.
„ვალენსიას“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 10 ქულით მეცხრამეტე ადგილზეა და 14 დეკემბერს გასვლაზე „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია – რაიო ვალეკანო 0:1
გოლი: სისი (7)