მამარდაშვილი სრულიად შეცვლილ “ლივერპულში” გადავა – ინგლისური გრანდი ერთბაშად 10 ფეხბურთელს გაუშვებს

TeamTalk-ის ინფორმაციით, “ლივერპული” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთბაშად 10 ფეხბურთელთან აპირებს გამომშვიდობებას.
“ენფილდიდან” წამსვლელთა სიაში ვირჯილ ვან დეიკი, მოჰამედ სალაჰი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, კაომინ კელეჰერი, დარვინ ნუნიესი, ენდრიუ რობერტსონი, კონსტანტინოს ციმიკასი, დიოგო ჟოტა, ვატარუ ენდო და ფედერიკო კიეზა არიან.
ჩამონათვალიდან ზოგიერთს კონტრაქტი ეწურება, ზოგს კი უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და “მერისაიდულ” გუნდსაც ამიტომ გამოემშვიდობება.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულიდან “ლივერპულში” კარიერას საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში