მამარდაშვილი: “ლივერპულში” მივდივარ, რათა ნომერი პირველი ვიყო

“მარკა” სომხეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ციტირებს, რომელიც “ლივერპულმა” 35 მილიონ ევროდ შეიძინა და “ვალენსიაში” სეზონის ბოლომდე იჯარით დატოვა.
“ლივერპულში” მივდივარ, რათა ნომერი პირველი ვიყო, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის ვიბრძოლო. იმდენად კარგად ვივარჯიშებ, რამდენადაც შევძლებ და არ ვიცი, ისინი შემდეგ რას გადაწყვეტენ. მე არ ვწყვეტ, ვინ ითამაშებს და ვინ არა”, – განაცხადა ქართველმა, რომელიც პრემიერლიგის მოგების გარდა სხვა სცენარს გამორიცხავს.
გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილის საუკეთესო სეზონს არ ატარებს, სამშობლოში მისი პოპულარობა იზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში