მამარდაშვილი ზაფხულში წავა – “ვალენსიამ” ქართველის შემცვლელი ლა ლიგიდან შეარჩია

As-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ვალენსიას” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დატოვებს.
უფრო მეტიც, “ღამურებმა” ჩვენებურის შემცვლელი ლა ლიგიდან უკვე შეარჩიეს და ეს “რაიო ვალეკანოს” 30 წლის ჩრდილომაკედონიელი კიპერი სტოლე დიმიტრიევსკია.
გამოცდილ კარის დარაჯს მადრიდულ გუნდთან კონტრაქტი ივნისში ეწურება და შეუძლია “მესტალიაზე” უფასოდ გადაბარგდეს.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის სახელს არაერთ მსოფლიო გრანდს უკავშირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში