გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ამას transfermarkt-ის მონაცემები მოწმობს. ესპანური საფეხბურთო კლუბის ქართველი მეკარე 35 მლნ დოლარადაა შეფასებული და ამ მონაცემით ის კლუბის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. სამეულში არიან ჟოზე გაია და ხავი გუერა, შესაბამისად მათი ფასები, transfermarkt-ის მიხედვით, 30 და 20 მლნ დოლარია.
As-ი, სტატისტიკურ სააგენტო Opta-ზე დაყრდნობით, წერს, რომ 2024 წელს მამარდაშვილმა ლა ლიგას 11 მატჩში 10 გოლი გაუშვა. ამ 11 მატჩში მოსალოდნელი იყო 16.1 გოლი. ქართველმა მეკარემ კი „ვალენსია“ 6.1 გოლისგან იხსნა. ამ სტატისტიკით მამარდაშვილი მეორე ადგილზეა, პირველზე – ჯანლუიჯი დონარუმაა. მან პსჟ 6.8 გოლისგან იხსნა.
გარდა ამისა, ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონზე, ლა ლიგაზე, 29-დან 10 მატჩში გოლი არ გაუშვია. ამ მონაცემით, მამარდაშვილმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა. თუ 2021-22 წლებში 18-დან 8 თამაშში არ გაუშვა გოლი, 2022-23 წლებში 38-დან 7-ში არ გაუშვია გოლი. ამ სეზონში ეს სტატისტიკა 10 შეხვედრამდე გაზარდა და შედეგის გაუმჯობესების შანსი კიდევ აქვს.