ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთი პირველი ფეხბურგელია, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ “ვალენსია” სწრაფად დატოვა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს და თავისი ქვეყნის სახელი დაიცვას.
ამავე წყაროს ცნობით, ლა ლიგის ბოლო ტურის შემდეგ, სადაც ღამურები “სელტას” დაუპირისპირდნენ, ჩვენებური თანაგუნდელებს ესაუბრა და გამოემშვიდობა, რითაც საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ “მესტალიადან” მიდის.
გიორგი ახლა ტრანსფერზეა და მისი “ღამურებიდან” აბარგება მხოლოდ დროის საკითხია.
მამარდაშვილის მთავარ მსურველად “ნიუკასლი” სახელდება. ასევე ვრცელდება მადრიდის “ატლეტიკოს”, “ჩელსისა” და “ბაიერნის” სახელებიც.