„ლივერპულის“ მეკარეების მწვრთნელმა ხავი ვალერომ კლუბის საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიოში საუკეთესო გოლკიპერები ჰყავთ.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, ალისონი თავის პოზიციაზე საუკეთესოა, გიორგი მამარდაშვილი კი ახალგაზრდებს შორისაა საუკეთესო:
„გიოს სახით უზარმაზარი პოტენციალის მქონე მეკარე გვყავს. ის ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა და ვფიქრობ, ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა უახლოეს წლებში საუკეთესო გახდეს. ძალიან საიმედო იყო და ზრდას განაგრძობს. ეს ყველაფერი ლა ლიგაში „ვალენსიაში“ დაამტკიცა. ვფიქრობ, გაგვიმართლა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე და საუკეთესო მეკარე ახალგაზრდებს შორის გვყავს. ჩვენი გუნდი ამ ორი ფეხბურთელით ძალიან ძლიერია.
მათი მწვრთნელობა დიდი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა, მაგრამ თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ მათ ყოველდღე ვავარჯიშებ. მათ კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა შევძლო, თუმცა ეს ჩემი მუშაობის ნაწილია“.
სტრელეცის ზუსტი გასროლები – კაშიას “სლოვანი” ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა – “ლივერპულის” კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
ალისონი “ლივერპულში” რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს
მამარდაშვილს “ლივერპულში” მინუს ერთი კონკურენტი ეყოლება
წელიწადში 30 მილიონზე მეტი – ისაკმა საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება მიიღო
მამარდაშვილმა გოლი ისევ არ გაუშვა – ალისონი “ლივერპულს” შეუერთდა
[VIDEO] მამარდაშვილს შანსი მეორე ტაიმში მიეცა – უხვგოლიან მატჩში “ლივერპული” “მილანთან” დამარცხდა
ცუდი ამბავი მამარდაშვილისთვის – ალისონს “ლივერპულთან” კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
მამარდაშვილი “მილანის” წინააღმდეგ – “ლივერპულის” სავარაუდო შემადგენლობა
ისაკი “ლივერპულში”, შეშკო “ნიუკასლში” – მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
