მამარდაშვილი გაფრინდა, მოიგერია, ისევ მოიგერია და “ვალენსიას” “ხეტაფესთან” ქულა მოუპოვა [VIDEO]

ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ხეტაფეს“ დაუზავდა – 1:1.
მასპინძლები 0:1 მარცხდებოდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე პენალტით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. შემდეგ მამარდაშვილმა ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა. “მუნდო დეპორტივომ” მატჩის მიმოხილვა სათაურით გამოაქვეყნა – “ქართველმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა”. გამოცემა აღნიშნავს, რომ მისი ორმაგი მოგერიება საოცარი, წარმოუდგენელი და შესაძლოა, წლის სეივი იყო.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.4, whoscored 7.0, flashscore 6.7.
„ვალენსია“ 7 ქულით აუტსაიდერია და მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, თასზე გასვლაზე ქვედალიგურ „პარლა ესკუელასთან“ გამართავს.
ხეტაფე – ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ბარენეჩეა (36), 1:1 არამბარი (90, პენ)
ესა თუ ის ტელევიზია არის კერძო და გასაგებია რომ მათ აქვთ მარკეტინგული გათვლები, თუმცა ცოტა მეტი ობიექტურობა ხომ უნდა გამოიჩინოს თუნდაც სილქ უნივერსალმა, ტიპებმა რეალი-ბარსა არ აჩვენა ქართველ მაყურებელს, მსოფლიოში N1 საკლუბო დაპირისპირება(!), სამაგიეროდ დღეს აჩვენეს აიაქსი-ტილბურგი და ვალენსიას თამაშები საერთოდ დაივიწყეს, საერთოდ.ხალხი სხვადასხვა საიტებზე ვუყურებთ ვალენსიას მატჩებს, გრცხვენოდეთ.
მოედანზე ჯიხვების არვეები მეგონა.მხოლოდ თავების ჯახაჯუხი ისმოდა.თავით თამაში,მაგათ მგონი თავებით ერთმანეთზე დაჯახება ჰგონიათ.ორი ძალიან დაბალი კლასის გუნდი თამაშობდა,გავარდნას რომ იმსახურებს.დარბიან და არაფერს აზრს არ ატანენ.ცოდვაა მამარდა!მართალია ვალენსია ძალიან ახალგაზრდული გუნდია,მაგრამ ნიჭიერი ბიჭების შენარჩუნებაზე თუ არ იზრუნეს,სულ ახალგაზრდული გუნდი იქნება,რომელიც ლა ლიგიდან გავარდება და მაინც დაკარგავს,ნიჭიერ ფეხბურთელებს.