ინგლისის სუპერთასზე „ლივერპული“ პენალტების სერიაში „კრისტალ პალასთან“ დამარცხდა, “არწივებმა” აღნიშნული ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვეს.
„ლივერპული“ ორჯერ იგებდა, „კრისტალ პალასმა“ ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში და პენალტების სერიაში გამარჯვება მოიპოვა.
„წითლების“ კარს ალისონი იცავდა, მამარდაშვილი კი სათადარიგო იყო. მერსისაიდული გუნდიდან გოლები დებიუტანტებმა ეტიკიტემ და ფრიმპონგმა გაიტანეს. ლონდონელთაგან სარის ანგარიშზე მოპოვებული პენალტი და გოლია.
„ლივერპული“ მომდევნო მატჩს 15 აგვისტოს ჩაატარებს – პრემიერლიგის პირველ ტურში „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.
კრისტალ პალასი – ლივერპული 2:2 (პენ 3:2)
გოლები: 0:1 ეტიკიტე (4), 1:1 მატეტა (17, პენ),1:2 ფრიმპონგი (21), 2:2 სარი (77)
