მამარდაშვილის 90 წუთი და ვირცის სადებიუტო გოლი – “ლივერპულმა” “იოკოჰამას” დაუქამბექა

ამხანაგურ მატჩში “ლივერპული” იოკოჰამაში ადგილობრივ იაპონურ კლუბ “იოკოჰამას” დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. ალისონის არყოფნაში გიორგი მამარდაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.
პირველი ტაიმი “ლივერპულის” უპირატესობით მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ “მერსისაიდელებმა” მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მატჩის მე-40 წუთზე მასპინძლებმა სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე მოგერიება შეასრულა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.
მეორე ტაიმში დინ დევიდის ბრწყინვალე პასით “მამარდასთან” პირისპირ დარჩენილმა უენაკამ ანგარიში გახსნა. 62-ე წუთზე ფლორიან ვირცმა სხვაობა აღადგინა და ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. 67-ე წუთზე ტრეი ნიონიმ “მერსისადელები” წინ გაიყვანა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ცვლილებაზე შემოსულმა 16 წლის რიო ნგუმოამ დააფიქსირა.
შემდეგ სპარინგს “წითლები” 4 აგვისტოს “ენფილდზე” “ბილბაოსთან” ჩაატარებენ.
იოკოჰამა-ლივერპული 1:3
გოლები: 1:0 უენაკა (55), 1:1 ვირცი (62), 1:2 ნიომი (67), 1:3 ნგუმოა (87).
· . მამარდა ამ თამიც უკანასკნელი მცველის ფუნქციას ითავსებდა.ვიზუალურადაც ჩან და,რომ დაძაბული იყო,მაგრამ ფეხით თამაშზე უარი არ უთქვამს.რამდენჯერმე გრძელი პასითაც გააგრძელა თამაში,თუმცა ვერ ვიტყვი,რომ სრული სიზუსტით.ასეთ დისტანციაზე პასის დროს,ეს თითქმის შეუძლებელია.სხვა ფეხბურთლებსაც ჰქონდათ ურთიერთგაგების,თუ სიზუსტის პრობლემა.ეს ნორმალურია,რადგან ეს თამაშები,სწორედ ურთიერთკავშირების დამყარებას,ფორმის აღდგენას და სათამაშო სქემების დახვეწა-დამუშავებას ემსახურება.
· L.J. Warmatebebi Gio!!!
“მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის” – გველესიანმა ირანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და “პერსოპოლისზე” ნაწყენია
შევხედოთ სხვებს, საკუთარ თავს და ვისწავლოთ – 3 ქართული გუნდი განმეორებითი მატჩისთვის
[VIDEO] “მამარდას” ეფექტური მოგერიება “იოკოჰამასთან” – ქართველმა “ლივერპული” გაშვებული გოლისგან იხსნა