მამარდაშვილის შეცდომა – “ვალენსიამ” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

ლა ლიგის 27-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ვალიადოლიდი“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძლები ლოპესმა დააწინაურა, ანგარიში კი სტუმრებმა მამარდაშვილის შეცდომის შედეგად გაათანაბრეს. მეორე ტაიმში „ღამურებმა“ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და სადიკმა ჰეინის კარი დალაშქრა. „ვალიადოლიდს“ თანაფარდობის აღდგენის საშუალება მიეცა, მაგრამ ახლო მანძილიდან ლატასას თავით დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, საერთოდაც ქართველი უკვე დამაჯერებელი იყო და „ვალენსიამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.6, flashscore 6.4, whoscored 6.0.
„ვალენსია“ 27 ქულით მე-16 ადგილზეა და 16 მარტს სტუმრად „ჟირონას“ შეხვდება.
ვალენსია – ვალიადოლიდი 2:1
გოლები: 1:0 ლოპესი (7), 1:1 ლატასა (40), 2:1 სადიკი (58)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში