მამარდაშვილის შესანიშნავი დაბრუნება – გიორგიმ მეცამეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]

ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსია“, რომელსაც დისკვალიფიკაცის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი დაუბრუნდა, სახლში „რაიო ვალეკანოს“ დაუზავდა – 0:0.
ქართველმა შესანიშნავად ითამაშა, რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და ამ სეზონში 13 მატჩში შეინახა კარი მშრალად. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore. 7.3, Whoscored 7.2, Flashscore 6.6.
„ვალენსია“ 48 ქულით მერვე ადგილზეა და 17 მაისს სან-სებასტიანში „სოსიედადს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია – რაიო ვალეკანო 0:0