მამარდაშვილის ყოფილი კონკურენტი სილესენი ლა ლიგას დაუბრუნდა

ლა ლიგის ბინადარმა “ლას პალმასმა” გვაუწყა, რომ “ნაიმეგენიდან” 35 წლის ნიდერლანდელი მეკარე იასპერ სილესენი დაიმატა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გამოცდილი ნიდერლანდელი ქართველ გულშემატკივარს ჯერ “ბარსელონადან” და შემდეგ კი უკვე განსაკუთრებულად “ვალენსიადან” ემახსოვრება, სადაც ის გიორგი მამარდაშვილის კონკურენტი იყო და სწორედ ქართველმა დააკარგვინა მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი, რის შემდეგაც კიპერს სამშობლოში დაბრუნება მოუწია.
გასულ სეზონში სილესენმა ყველა ტურნირზე “ნაიმეგენის” შემადგენლობაში 33 შეხვედრაში ითამაშა, ჯამში 50 გოლი მიიღო, მაგრამ 6 “მშრალი” მატჩიც ჰქონდა.