მამარდაშვილის პირველი სერიოზული გამოცდა – “ლივერპული” VS “მილანი”

გიორგი მამარდაშვილის გადასვლის შემდეგ, “ლივერპულის” თითოეული დეტალით ვინტერესდებით. ქართველ მეკარეს ამხანაგურ მატჩებში დრო ეძლევა. ვიცით, აქ ალისონია, მაგრამ “მამარდა” თავის შანსებს მიიღებს, დიდწილად კი თასის თამაშებში.
არნე სლოტის გუნდს ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე, დიეგო ჟოტას ტრაგედიის გამო საშინელ ხასიათზე რომ დაიწყეს, პირველი სერიოზული მეტოქე ჰყავს და ჰონგ-კონგში “მილანს” ეთამაშებიან. “კაი ტაკ სპორტზე” (50 000) შეხვედრა შაბათს, 26 ივლისს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება და ანშლაგია მოსალოდნელი, აქ ვარჯიშებზეც კი დიდი ინტერესია.
მოგეხსენებათ, ამ გუნდების დაპირისპირება 2005 და 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა და პირველი (3:3) მართლაც დაუვიწყარია.
გასულ სეზონში “ლივერპული” ინგლისში ძალიან დომინანტური იყო, მაგრამ პრემიერლიგაში კვლავ წარმატების მისაღწევად კიდევ უფრო მეტი იქნება საჭირო. სლოტმა გუნდი გააძლიერა. უგო ეტიკეტე ბოლო შენაძენია, მანამდე მილოშ კერკეში, “რეალში” წასული ალექსანდრ-არნოლდი ჯერემი ფრიმპონგმა ჩაანაცვლა და აქაა ფლორიან ვირცი, ვინც “ლევერკუზენთან” ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა.
“წითლებს” აზიაში “იოკოჰამასთან” თამაშიც აქვს დაგეგმილი, ამის შემდეგ კი, სეზონის დაწყებამდე, “ენფილდზე” “ბილბაოს” გაეჯიბრება.
“მილანმა” ტეო ერნანდესი (ალ-ჰილალი) და რეინდერსი (სიტი) დაკარგა, მაგრამ “ათიანი” რაფაელ ლეაო ჯერ ისევ ადგილზეა. ტეოს შემცვლელად ეკვადორელი ესტუპინიანის მოსვლა მშვენიერი ჩანაცვლებაა, ნახევარდაცვის გაძლიერებაში კი სერიოზული ენერგია და თანხები გასწიეს. აქაა ლეგენდარული ლუკა მოდრიჩი, მასთან ერთად კი “ტორინოდან” სამუელე რიჩი გადაიბირეს. მასიმილიანო ალეგრის, გუნდში 11 წლის შემდეგ რომ დაბრუნდა, ფორვარდის პრობლემა აქვს, რადგან ხიმენესი “ოქროს თასის” შემდეგ არ გამოჩენილა, აბრაჰამი (ბეშიქთაში) და იოვიჩი (უგუნდოდაა) კი წავიდნენ. მილანელები წელს ევროტურნირებს მიღმა არიან და მხოლოდ შიდა ასპარეზზე ითამაშებენ.
ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე – “შახტარმა” სტამბოლში “ბეშიქთაშს” სძლია
მამარდაშვილის “ლივერპულის” მორიგი ტრანსფერი – ეკიტიკე კარიერას “ენფილდზე” განაგრძობს
“კვარაცხელიას და მარმუშის სანაცვლოდ 75 მილიონი გადაიხადეს, მსოფლიო საუკეთესო გუნდები კი ამ ფეხბურთელით არ ინტერესდებიან” – კასანომ გაკვირვება გამოხატა
მამარდაშვილმა გოლი ისევ არ გაუშვა – ალისონი “ლივერპულს” შეუერთდა
ლეაომ “მილანს” ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა – როსონერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს
ოფიციალურად – მოდრიჩი “მილანის” ფეხბურთელი გახდა
შეთანხმება შედგა – დიასი დიდი ალბათობით, “ლივერპულს” დატოვებს
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
სალაჰი თავის თავს ისტორიაში საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად მიიჩნევს
“მილანი” ტეო ერნანდესის შემცვლელს “ბრაიტონიდან” ყიდულობს
“ლივერპულის” გეგმა – კიეზას გაყიდვა და მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენა
კასანო: ლეაოს კვერცხები არ აქვს და ფალსიფიცირებული ფეხბურთელია
“დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას “ლივერპულშიც” მოახერხებს – სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
“მილანმა” სათადარიგო მეკარე შეცვალა – “როსონერიში” სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
“ვალენსიამ” მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
“ჩელსი” ლეაოს შეძენას შეეცდება
ოფიციალურად: მამარდაშვილს “ლივერპულის” მეკარის სტატუსი მიენიჭა და ცნობილია, როდის შეუერთდება ახალ გუნდს
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
200 მილიონი ორი ფეხბურთელის სანაცვლოდ – “ალ-იტიფაქი” “მილანის” ვარსკვლავებს უმიზნებს
“ჩელსი” მუდრიკის შემცვლელის 100 მილიონად შეძენას შეეცდება
“მილანს” რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
მოდრიჩი ორშაბათს “მილანთან” კონტრაქტს გააფორმებს
[VIDEO] მამარდაშვილმა “ლივერპულში” სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია