მამარდაშვილის მშრალი მატჩი და “ვალენსიას” ზედიზედ მეორე გამარჯვება [VIDEO]

ლა ლიგის ოცდამესამე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ლეგანესი“ 2:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა 4 ოქტომბრის შემდეგ პირველად არ გაუშვა გოლი და მიმდინარე სეზონში მეოთხე მშრალი მატჩი ჩაატარა – შეფასებები: sofascore. 7.5, whoscored 7.4, flashscore 7.4.
„ვალენსიმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 22 ქულით მე-18 ადგილზეა და 16 თებერვალს გასვლაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია – ლეგანესი 2:0
გოლები: 1:0 მოსკერა (30), 2:0 დიახაბი (41)
ვალენსია დაბრუნდა!დღესაც ორივე გუნდმა იომა და ვალენსიამ გაიმარჯვა.ზედიზედ ორი გამარჯვება,საკუთარი თავის რწმენის და იმედის დაბრუნებაშიც დაეხმარება ფეხბურთელებს.ახლა მათ უკვე სრული საფუძველი აქვთ,ლიგაში დარჩენის იმედი ჰქონდეთ.კონკურენტები ახლოს არიან და კიდევ ერთ გამარჯვებას,მათი გასავარდნი ზონიდან გამოყვანა შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში