ლა ლიგის მეექვსე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ჟირონა“ 2:0 დაამარცხა.
„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე ტურნირზე პირველი მშრალი მატჩი ჩაატარა, მისმა გუნდმა კი პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.3, Whoscored 7.2 , Flashscore 7.1.
„ვალენსია“ ამ მომენტისთვის 4 ქულით მე-18 ადგილზეა და 24 სექტემბერს „ოსასუნას“ მიიღებს.
ვალენსია – ჟირონა 2:0
გოლები: 1:0 ხუანპე (56, საკ. კარში), 2:0 დანი გომესი (58)