მამარდაშვილის მეათე მშრალი მატჩი და დადებითი შეფასებები

ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „მალიორკასთან“ ფრეს დასჯერდა – 0:0.
მომენტები ბევრი არ იქმნებოდა, ყველაზე რეალური შესვენების შემდეგ მაპინძლებმა შექმნეს – საჯარიმოდან პეპელუს დარტყმული ბურთი მეკარისგან ძელს მოხვდა, დამატებაზე კი გონსალესმა ვერ შეძლო ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა. შემდეგ დუროს თავური მეკარე გრეიფმა მოიგერია და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.
„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კარგად ითამაშა, მიმდინარე ტურნირზე მეათე შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები
დაიმსახურა: Sofascore 7.5, Flashscore 7.5, Whoscored 7.4.
„ვალენსია“ 41 ქულით მერვე ადგილზეა და 4 აპრილს გასვლაზე „გრანადას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია – მალიორკა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში