მამარდაშვილის კონკურენტი, შესაძლოა, „ლივერპულიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს – ინგლისური გამოცემა

გიორგი მამარდაშვილის მისვლამდე „ლივერპულს“ ირლანდიელი მეკარე კაოიმჰინ კელეჰერი გუნდს დატოვებს და შესაძლოა, „მანჩესტერ სიტიში“ ჩაირიცხოს – ინფორმაციას „ლივერპულის“ მხარდამჭერი ინტერნეტ-პორტალი empireofthekop ავრცელებს.
„კაოიმჰინ კელეჰერს შეეძლო „ლივერპული“ გასულ ზაფხულს დაეტოვებინა, მაგრამ ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ამ სეზონში „ენფილდზე“ დარჩა. ირლანდიის ნაკრების წევრს მოთმინება დასჭირდა, რომ შანსი მიეღო და შეუდარებელი ალისონ ბეკერის ტრავმის გამო ამ სეზონში პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე 20 მატჩი ჩაატარა.
გიორგი მამარდაშვილი ახალი სეზონის წინ „წითლებს“ შეუერთდება, კელეჰერი კი „ლივერპულს“ მალე დატოვებს. „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მეკარემ დავიდ ჯეიმსმა ის მოიხსენია, როგორც „წითლების“ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, „მანჩესტერ სიტისთვის“ სასურველი და ეფექტური ვარიანტი.
დევიდ ჯეიმსმა GOAL-თან ინტერვიუში ისაუბრა 26 წლის ფეხბურთელის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შესაძლებლობაზე, თუ პეპ გვარდიოლა ედერსონს გაუშვებს: „კელეჰერი შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს, თუ პეპ გვარდიოლა ედერსონის შეცვლას დააპირებს, რადგან კაოიმჰინი „ლივერპულში“ თავის საქმეს ზუსტად ისე ასრულებს, რასაც ედერსონი „მანჩესტერ სიტში“.
პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ