ლა ლიგის მე-19 ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ვილიარეალი“ 3:1 დაამარცხა.
მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და იარემჩუკმა ჩემპიონატზე გატანილი სადებიუტო გოლით დააგვირგვინა (აქამდე მხოლოდ თასზე ჰქონდა გატანილი). სტუმრებმა იერიშებით უპასუხეს და პირისპირ გასულ მორალესს მამარდაშვილმა არ გაატანინა. თანაც, თამაშგარე დაფიქსირდა. გიორგიმ შემდეგ მორენოს დარტყმული ბურთი მოიგერია, 27-ე წუთზე კი მორენოს მოპოვებული პენალტით იორგენსენის კარი პეპელუმ დალაშქრა. მერე მორალესი ისევ პირისპირ გავიდა ქართველთან და ისევ წააგო დუელი.
„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 26 ქულით მეცხრე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 7 იანვარს თასზე გასვლაზე „კარტახენასთან“ ჩაატარებს.
ვალენსია – ვილიარეალი 3:1
გოლები: 1:0 იარემჩუკი (4), 2:0 პეპელუ (27, პენ), 3:0 პეპელუ (57, პენ), 3:1 მორენო (74)