მამარდაშვილის ეფექტი – ანჩელოტიმ “რეალში” პენალტების შემსრულებელზე ახალი გადაწყვეტილება მიიღო

ლა ლიგის 30-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” “რეალი” გასვლაზე 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში “ღამურების” ქართველმა მეკარემ უდიდესი წვლილი შეიტანა, რომელიც საბოლოოდ შეხვდრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
მან მე-13 წუთზე ვინისიუსის დარტყმული პენალტი მოიგერია და აქედან ზუსტად 2 წუთში “ვალენსიამ” მეტოქს პირველი გოლი გაუტანა, რითაც ანგარიში გახსნა.
ჩვენებურისა და ბრაზილიელის სანაძლეოს ამბავი უკვე გეცოდინებათ და ამ ამბის კიდევ ერთხელ მოყოლით თავს არ შეგაწყენთ.
“რეალმა” მიმდინარე სეზონში უკვე 5 თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რაც 2013/14-წლების შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია და ყოველივედან გამომდინარე, გუნდის მწვრთნელმა
კარლო ანჩელოტიმ ახალი გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს დილას Marca-მ დაწერა, რომ ამიერიდან “რეალის” მატჩებში უმაღლეს საფეხბურთო სასჯელს კილიან მბაპე შეასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში