მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი – “ლივერპულმა” “საუთჰემპტონი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე ჩემპიოშიფის ბინადარი “საუთჰემპტონი” 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა. საწყის წუთებში “საუთჰემპტონი” აქტიურობდა, მამარდაშვილამ მე-6 წუთზე ახლოდან ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. 43-ე წუთზე ალექსანდერ ისაკმა ანგარიში გახსნა და ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში “მერსისაიდელებს” მომენტების შექმნა შედარებით გაუჭირდათ, 76-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა შეა ჩარლსმა ვატარუ ენდუს შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, ამ გოლში “ლივერპულის” ქართველ მეკარეს ვერ დავადანაშაულებთ. 85-ე წუთზე კიეზას ბრწყინვალე პასით ეკიტიკემ “ლივერპული” წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ფრანგმა ფორვარდმა გატანილი გოლის შემდეგ მაისური გაიხადა, მას ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ჰქონდა, შედეგად მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო და მსაჯმა თამაშიდან გააძევა.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, whoscored 6.9, flashscore 6.9.
მომდევნო შეხვედრას „ლივერპული“ 27 სექტემბერს გამართავს – პრემიერლიგის მეექვსე ტურში ლონდონში „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.
ლივერპული – საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 1:0 ისაკი (43), 1:1 ჩარლსი (76) 2:1 ეკიტიკე (85)
გაძევება: ეკიტიკე (86, ლივერპული)
“მართალია, ჩემპიონი ვარ, მაგრამ ამ მიზეზების გამო თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ”
[VIDEO] ლივერპულმა” კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა – “ბაიერნმა” და “ინტერმაც” მოგებებით დაიწყეს
მამარდაშვილი “ლივერპულში” დებიუტისთვის ემზადება
ს ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია” – სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ათამაშებენ მამარდაშვილს “საუთჰემპტონთან”? – “ლივერპულმა” მერსისაიდულ დერბიშიც გაიმარჯვა
სალაჰი უკვე მეოთხეა – ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა – სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
“რასაც “კრასნოდარი” სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია” – სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
მიქაუტაძის მატჩის დღე და კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე “ფრენის” შემდეგ
პსჟ სიაში მესამეა – სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა