მამარდაშვილის გამო ალისონი შეიძლება “ნაპოლიში” გადავიდეს – რამდენად რეალურია ტრანსფერი?

Areanapoli-ს ცნობით, მეკარე ალექს მერეტს “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება, სეზონის ბოლოს თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები დაიწყება, მაგრამ შეიძლება მხარეები ფეხბურთელის ხელფასის მომატების თაობაზე ვერ შეთანხმდნენ.
ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მერეტთან ხელშეკრულების გასაგრძელებლად ჯერ არაფერი არ გაუკეთებია, შეიძლება ზაფხულში მასთან დამშვიდობება და გუნდში ახალი მეკარის მიყვანა დასჭირდეთ.
გამოცემის მტკიცებით, განიხილება სხვადასხვა კანდიდატურები, თვით ტიბო კურტუასი (რეალი) და ჯანლუიჯი დონარუმასი (პსჟ), ყველაზე რეალური კი ალისონია, რომლის პოზიცია “ლივერპულში” ისეთი მყარი არ არის, როგორც წარსულში და სერია A-ში დაბრუნება,
სადაც მისი მწვრთნელი თვით ანტონიო კონტე იქნება, მისთვის არ უნდა იყოს ურიგო პერსპექტივა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულში” გადასვლის გამო, ბრაზილიელს, ალბათ, გუნდის გამოცვლა მოუწევს, საუდის არაბეთში გადაბარგების წინააღმდეგია და კარიერის ევროპის რომელიმე წამყვან კლუბში გაგრძელება სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში